logo_geo
უგემრიელესი არაჟნიანი „კორჟიკები“
- +

20 აგვისტო. 2018. 02:46

 

 

არაჟანი - 1/2 ჭიქა

ფქვილი - 250-300 გ

კვერცხი - 1 + ზემოდან წასასმელად

შაქარი - 2-3 ს.კ

სოდა - 1/2 ჩ.კ

დარბილებული კარაქი - 2 ს.კ

 

გაცრილ ფქვილს დაამატეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი, სოდა და გადაურიეთ. დაამატეთ დარბილებული (არა გამდნარი!) კარაქი და შეაზილეთ.

 

მაგიდაზე მოაფრქვიეთ ფქვილი. გააბრტყელეთ ცომი 5 მმ სისქეზე და გამოჭერით რგოლები.  გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი