არაჟანი - 1/2 ჭიქა
ფქვილი - 250-300 გ
კვერცხი - 1 + ზემოდან წასასმელად
შაქარი - 2-3 ს.კ
სოდა - 1/2 ჩ.კ
დარბილებული კარაქი - 2 ს.კ
გაცრილ ფქვილს დაამატეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი, სოდა და გადაურიეთ. დაამატეთ დარბილებული (არა გამდნარი!) კარაქი და შეაზილეთ.
მაგიდაზე მოაფრქვიეთ ფქვილი. გააბრტყელეთ ცომი 5 მმ სისქეზე და გამოჭერით რგოლები. გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი.