logo_geo
20-23 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
- +

20 აგვისტო. 2018. 12:49

 

 

20-23 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 20-დან 23 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 

რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო რაიონებს, ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

 

თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი