logo_geo
გოგა ხაინდრავა ეკა გიგაურზე: 7 ნოემბერს ხერხემალში რომ გაგვტეხეს, მსგავსი აზრები თავში არ მოსდიოდა?!
- +

9 იანვარი. 2017. 15:45


 


„7 ნოემბერს ხერხემალში რომ გაგვტეხეს და ცემით სული ამოგვხადეს უამრავ ადამიანს და მათ შორის რატი გაჩეჩილაძეს, მამამისს, მეორე ძმას და მეც, მაშინ მიუკერძოებელ გამოძიებასთან დაკავშირებით მსგავსი აზრები თავში არ მოსდიოდა?!" - საუბრობს „ქართულ აზრთან" რეჟისორი გოგა ხაინდრავა და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებას ეხმიანება.


გიგაურის თქმით, აღნიშნული გამოძიება უნდა წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ თავდასხმა განხორციელდა არა ერთი პირის მიერ, არამედ ჯგუფურად.


„ძალიან საინტერესოა, ქალბატონი ეკა გამოძიებას რომ მიუთითებს, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ეს კონკრეტული საქმე. მას უკვე სცოდნია, რომ ეს ჯგუფური შემთხვევა იყო და ამბობს, რომ გამოძიება უნდა იყოს ძალიან მკაცრი, რომ საზოგადოებას მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ გაუჩნდეს. მისი თქმით, ეს იქნება საზოგადოების მიმართ კატეგორიული გზავნილი, კანონობს თუ არა კანონი ქვეყანაში.

 

ამასთან დაკავშირებით, ქალბატონ ეკასთან ერთი კითხვა მიჩნდება: 7 ნოემბერს ხერხემალში რომ გაგვტეხეს და ცემით სული ამოგვხადეს უამრავ ადამიანს, მათ შორის რატი გაჩეჩილაძეს, მამამისს, მეორე ძმას და მეც, მაშინ მიუკერძოებელ გამოძიებასთან დაკავშირებით მსგავსი აზრები თავში არ მოსდიოდა?! თუ მაშინ მხოლოდ იმით დაკმაყოფილდა, იმ ჯალათებს, რომლებმაც ჩვენგან სისხლის გუბეები დააყენეს, პრემიებს და გასამრჯელოებს რომ უხდიდა?! - აი, ეს მაინტერესებს ქალბატონი ეკა გიგაურისგან.

 

მისი ამ განცხადებით, კარგად შეიძლება იმის გააზრება, თუ რას წარმოადგენენ რეალურად ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინ იყვნენ და ვინ არიან ისინი დღესაც!" - განუცხადა „ქართულ აზრს" გოგა ხაინდრავამ.   

 

 



 

big_banner
არქივი