logo_geo
საქართველოში აივ ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა 1471 ადამიანს შეადგენს
- +

21 აგვისტო. 2018. 16:36

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 1989 წლიდან დღემდე საქართველოში აივ ინფექციის ვირუსით სულ გარდაცვლილია 1471 ადამიანი. მათივე ცნობით, 2018 წელს გარდაიცვალა 80 აივ ინფიცირებული, ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა - 127.

 

„1989 წლიდან დღემდე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7195 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5382 – მამაკაცია, 1813 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3786 პაციენტს. 1471 პაციენტი გარდაიცვალა. 31 ივლისის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 4409, “ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი