logo_geo
შვილის დაღუპვამდე თიკო ჩხეიძეს კიდევ ერთი უდიდესი ტრაგედია შეემთხვა...
- +

21 აგვისტო. 2018. 22:20

 

მოდელ თიკო ჩხეიძის და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის ოჯახს უდიდეს ტრაგედია შეემთხვა, მათი ქალიშვილი, 9 წლის ტატიანა, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

 

ნუკრი ფეხბურთელია და საქმიანობის გამო საზღვრებს გარეთ უწევს ცხოვრება, ოჯახი მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის ხოლმე საქართველოში. ამჯერადაც თბილისში იყვნენ, გავრცელებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე, ბავშვმა ფანჯრის გისოსებს მოჰკიდა ხელი და დენმა დაარტყა.

 

ამ უდიდეს ტრაგედიამდე თიკოს კიდევ ერთი მძიმე განსაცდელის გადატანა მოუხდა – მისი და ნუკრის ქორწილიდან მეხუთე დღეს, თიკოს 24 წლის ძმა, კოსტა, ავარიას ემსხვერპლა. მცხეთიდან მომავალი ავტომობილი კლდეს შეეჯახა და სამი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა… მაშინ თიკო სწორედ ტატაზე იყო ორსულად, თუმცა, ბიძამ დისშვილის გაცნობა ვერ მოასწრო.

 

რამდენიმე წლის შემდეგ მოდელს ბიჭი შეეძინა, რომელსაც გარდაცვლილი ძმის სახელი – კოსტა დაარქვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი