logo_geo
Echowaves Festival-ის ორგანიზატორები: მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას!
- +

27 აგვისტო. 2018. 01:53

 

 

Echowaves Festival-ის ორგანიზატორები ჟურნალისტებთან განმარტებებს არ აკეთებენ. ოფიციალური განცხადება გაავრცელეს მხოლოდ და განმარტეს, რომ ისინი ყველა შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობენ მომხდარის მიზეზების დასადგენად.

 

„Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს.

 

Echowaves Festival თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართოთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს ან SAFEWAVES-ს და „მანდალას“ მოხალისეებს", - ნათქვამია facebook-ში გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი