logo_geo
დღეიდან სატრანსპორტო საშუალებით გარევაჭრობა 1000 ლარით დაჯარიმდება
- +

28 აგვისტო. 2018. 15:53

 

 

თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობის შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, ჯარიმის მოცულობა 20 ლარს შეადგენდა. ამასთან, მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციაც. ახალი ცვლილება დღეიდან ამოქმედდა.

 

კოდექსის მიხედვით, 4-ჯერ იზრდება შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. თუ აქამდე დამრღვევ პირზე ჯარიმა შეადგენდა 50 ლარს, დღეიდან ის 200 ლარამდე გაიზარდა. კოდექსი ასევე ითვალისწინებს კონფისკაციას ან 7-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური

 

პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარევაჭრობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ჩანაწერი ჩნდება. კერძოდ, თბილისში შესაბამისი ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სამართალდამრღვევი პირის მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარამდე იზრდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი