logo_geo
როდის გამოჩნდება თბილისში ბოთლიყლაპია აპარატები და ცხოველების გამოსაკვები დანადგარი, უცნობია
- +

30 აგვისტო. 2018. 22:33

 

 

ელექტრონული პორტალის –  „შენი იდეა ქალაქის მერს“ – ფარგლებში დამტკიცებულ პროექტებს საზოგადოებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. შესაბამისად, ბევრი ადამიანი ელოდება, თუ როდის გამოჩნდება ქალაქში ბოთლიყლაპია აპარატები და ქუჩაში მცხოვრები ცხოველების გამოსაკვები დანადგარი. ზუსტი თარიღი, თუ როდის შევძლებთ დედაქალაქში მათ ხილვას, ჯერჯერობით ისევ უცნობია, თუმცა იმედია, ეს თარიღი დიდხანს არ გადაიწევს.

 

მანამდე ორივე იდეის შესახებ მოკლედ ისევ გიამბობთ:

 

 ბოთლიყლაპია აპარატები საქართველოში

 

იდეის ავტორის, კუკური ბარამიძის ინიციატივის მიზანი ერთდროულად 2 მწვავე პრობლემის, დაბინძურებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

 

ავტორის აზრით, აუცილებელია აშენდეს პლასტმასის გადამამაუშავებელი ქარხანა, რომელიც გამოყენებული პლასტმასის ხელმეორედ გამოყენების საშუალებას მოგვცემს. იდეის განხორციელება სარგებელს მოუტანს, როგორც ბუნებას, ასევე, საქართველოში არსებულ სასმელების მწარმოებელ ქარხნებს, რომელთაც პლასტმასის უცხოეთიდან ტრანსპორტირება აღარ მოუწევთ და საქართველოში წარმოებულ გასაბერ ბოთლებს შეიძენენ.

 

რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ წინასწარ უნდა განისაზღვროს ბოთლის ჩაბარების ღირებულება და თითოეულ მსურველს პლასტმასის ბოთლით ნაყიდი პროდუქტის სრული ღირებულებიდან გარკვეული თანხის დაზოგვა შეეძლება.

 

„კულტურა კვებავს ცხოველებს“

 

მოქალაქე გიორგი ხავთასის ეს იდეა მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას ისახავს მიზნად. საუბარი ამ შემთხვევაშიც კონკრეტულ დანადგარზეა, რომელიც ღია ცის ქვეშ მცხოვრებ ცხოველებს საჭირო საკვებითა და წყლით მოამარაგებს.

 

ხავთასის განმარტებით, ნაგვის ურნებთან დაყრილი ნარჩენებს ან უკეთეს შემთხვევაში, თავად მოქალაქეების მიერ მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების მიწოდებას, ეფექტიანად ჩაანაცვლებს აღნიშნული დანადგარი. მისი მეშვეობით, ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მოათავსოს ნარჩენები ხსენებულ დანადგარში, რომელიც მას ცხოველისთვის საჭირო საკვებად გადაამუშავებს.

გიორგი ხავთასის აზრით, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, მოქალაქეებს ექნებათ მოტივაცია, არ დაანაგვიანონ თბილისის ქუჩები და ნარჩენები მსგავს დანადგარებში მოათავსონ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი