logo_geo
საქართველოში წლის ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტების სია გამოქვეყნდა
- +

1 სექტემბერი. 2018. 19:01

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2018 წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე გასული აბიტურიენტების დაახლოებით 70%-მა ჩააბარა.

 

საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი არაპროფილური უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში პირველ ადგილს თსუ იკავებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს 67 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 4694 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.

 

forbes-ს ქართულმა გამოცემამ საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებლის სია გამოაქვეყნა.

 

თსუ - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 6893

 

ილიაუნი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 6579

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 2222

 

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1902

 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1069

 

ბათუმის საზღვაო აკადემია - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1044

 

აგრარული უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 667

 

სამხატვრო აკადემია - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 418

 

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 263

 

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 78.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი