logo_geo
ატამში რკინა ორჯერ მეტია, ვიდრე ვაშლში! - ვაჭამოთ თუ არა ბავშვს ატამი
- +

3 სექტემბერი. 2018. 00:16

 

ატამი, ისევე როგორც ზოგიერთი ტროპიკული ხილი, ვიტამინების სიუხვით ვერ დაიკვეხნის. 100 გრამი რბილობი მხოლოდ 10 მგ C ვიტამინს შეიცავს. თუმცა მასში ბევრია კაროტინი (A პროვიტამინი) და პპ ვიტამინი (ნიკოტინის მჟავა), ასევე - ბ ჯგუფის ზოგიერთი ვიტამინი. 


სამაგიეროდ, ატამი მდიდარია კალიუმით და რკინით. სწორედ კალიუმის უხვი შემცველობით აიხსნება ატმის შარდმდენი ეფექტი. ამიტომაც არის ატამი სასარგებლო გულის, თირკმელებისა და საშარდე გზების ცვლილებების დროს. ატამში რკინა ორჯერ მეტია, ვიდრე ვაშლში! ატმის ახალგამოწურული წვენი და ხილფაფა არ აღიზიანებს კუჭს, ხოლო შეკრულობის დროს სამკურნალოდაც გამოდგება. ამ მიზნით ჩვილებს 8-9 თვიდან ურჩევენ 50 მლ ატმის ახალგამოწურულ წვენს ჭამამდე 15 წუთით ადრე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი