logo_geo
სანდრო ბრეგაძე: თბილისში. 9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე გეი-აღლუმი იგეგმება!
- +

2 სექტემბერი. 2018. 22:10

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ყველას! ყველას! ყველას! ექსკლუზიური ინფორმაცია - გეი-აღლუმი თბილისში. 9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე იგეგმება გეი-აღლუმი. რამდენიმე ათასი მამათმავალი და ე.წ. ლგბტ თემის წარმომადგენელი აპირებს სტადიონზე მისვლას. ისინი გამართავენ გეი-აღლუმისთვის დამახასიათებელ თეატრალურ წარმოდგენას. პირველად საქართველოში-მამათმავლები გეგმავენ მასობრივად გაიკეთონ ლგბტ სამკლაურები, რომელიც ათასობითაა დამზადებული და 5 ლარად იყიდება რუსთაველის გამზირზე, თბილისი გალერეას 1 სართულზე. ასევე აქვე დარიგდება ლგბტ დროშები და სხვა ატრიბუტიკა. ქართველი ერი არ დაუშვებს 9 სექტემბერს სტადიონზე ლგბტ-ის მასობრივად გამოსვლას და ლგბტ სამკლაურებით აღლუმის ჩატარებას. „ქართული მარში“ აცხადებს, რომ ასევე არ დაუშვებს ლგბტ სამკლაურებით სტადიონზე მისვლას, ამიტომ დროზე აკრძალეთ სოდომის ცოდვის ატრიბუტიკის გავრცელება!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი