logo_geo
მოქალაქეებზე სანქციები არც იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ აცრები სავალდებულო გახდება და პირი მას არ ჩაიტარებს
- +

4 სექტემბერი. 2018. 13:25

 

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გეგმური აცრები სავალდებულო გახდება, მისი არჩატარების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან სანქციების დაწესება არ მოხდება.

 

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობას უკვე ასრულებს.

 

„სავალდებულო აცრების ეს კონცეფცია რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება. ის, რაზეც ახლა უკვე პარლამენტი მუშაობს და უკვე დასრულების პროცესშია, არის ის, რომ აცრები გახდეს სავალდებულო მხოლოდ საწყის ეტაპზე, ამ სავალდებულოობის საწინააღმდეგო სანქციები არ დაწესდეს, უბრალოდ აცრების სავალდებულოობა არის მძლავრი გზავნილი ისევ საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მშობლებისთვის“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი