logo_geo
„490 პაციენტს, ვისთვისაც C ჰეპატიტზე მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა, განკურნების ახალ შესაძლებლობას მივცემთ“
- +

7 სექტემბერი. 2018. 18:15

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის პროგრამით განკურნების მაჩვენებელი 98.2 პროცენტს შეადგენს, მკურნალობა წარუმატებელი ამ პერიოდის განმავლობაში 490 პაციენტისთვის აღმოჩნდა.

 

მისი თქმით, მსგავსი კატეგორიის პაციენტებს ოქტომბრიდან მკურნალობის ახალი შესაძლებლობა მიეცემათ.

 

„100-პროცენტიანი არც ერთი მედიკამენტი არ მოქმედებს. ამ პაციენტებზე, ზუსტად გუშინ მქონდა ჩვენს პარტნიორებთან ტელეკონფერენცია, რომელსაც ახალ შესაძლებლობას მივცემთ, ამ 490 ადამიანსაც მივცემთ განკურნების საშუალებას უკვე ოქტომბრიდან“, – განაცხადა მინისტრმა.

 

რაც შეეხება საკითხს, რამდენად ბევრი პაციენტი იკავებს თავს მკურნალობაში ჩართვისგან იმის გამო, რომ მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, სერგეენკოს თქმით, თუ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა პირველ წელს მაღალი იყო, ახლა მნიშვნელოვნად იკლებს.

 

„ვერ ვიტყვი, რომ ახლა განულებულია, მაგრამ დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება 100 000 ადამიანიდან, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, რამდენიმე ათეულმა შეიკავოს თავი ამის გამო“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

 

 

big_banner
არქივი