logo_geo
ილია მეორე: ბიბლიაში იმდენი საიდუმლო და სიწმინდეა, რომ ბევრ რამეში გამოგვადგება
- +

9 სექტემბერი. 2018. 14:50

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მრევლს მიმართა და გაჭირვებულების დახმარებისკენ მოუწოდა.

 

„ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება თქვენ გააკეთოთ, ეს არის გაჭირვებული ადამიანების დახმარება. მე მინდა, მივმართო ჩემს ნათლულებს და ქართველ ხალხს, დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

ამასთან, ილია მეორემ ბიბლიიდან, დანიელის წიგნიდან ამონარიდი წაიკითხა, რომელიც ანანია, აზარია და მისაელს შეეხებოდა. უწმინდესის თქმით, მრევლმა ხშირად უნდა წაიკითხოს ბიბლია.

 

„ბიბლიაში იმდენი საიდუმლო და სიწმინდეა, რომ ბევრ რამეში გამოგვადგება“, - განაცხადა პატრიარქმა.

 

 

big_banner
არქივი