logo_geo
თურქეთში, ზღვაში დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს აჭარაშიც მოძებნიან
- +

9 სექტემბერი. 2018. 20:28

თურქეთის დაბა ქემალფაშაში, სადაც ტრაილერის მძღოლი, საქართველოს მოქალაქე ზღვაში შევიდა და დაიკარგა, აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ჩავიდა.

 

ალექსანდრე დავითაძის თქმით, ვინაიდან დინება თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით არის, სამძებრო სამუშაოები აჭარაშიც დაიწყება.

 

ზღვაში საქართველოს მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპიზონში აცხადებს, რომ ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამაშველო სამსახურთან კონტაქტზე არიან.

 

 

big_banner
არქივი