logo_geo
გურამ კაშია: მე ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი და არავიზე ნაწყენი არ ვარ
- +

10 სექტემბერი. 2018. 00:25

 

 

„მე ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი, ყველა, მათ შორის, ასე ვთქვათ, ვინც ჩემს წინააღმდეგ არის და არავიზე ნაწყენი არ ვარ“, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების წევრმა გურამ კაშიამ ლატვიასთან მოგებული თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მან უამრავი გულშემატკივრისგან იგრძნო მხარდაჭერა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო.

 

„რაც სასიამოვნოა, დღეს თამაში მოვიგეთ და ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. მე მხარდაჭერას ყველასგან ვგრძნობდი და ძალიან მაგარია, რომ ხალხს ასე ვუყვარვარ. ეს არის ალბათ ნამდვილი ქართველობა და ნამდვილი გულშემატკივრობა. მე ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი. ყველა, მათ შორის, ასე ვთქვათ, ვინც ჩემს წინააღმდეგ არის და არავიზე ნაწყენი არ ვარ. არავიზე ცუდს არ ვიტყვი", - განაცხადა გურამ კაშიამ.

 

 

 

big_banner
არქივი