logo_geo
ე.წ. პრემიერის გარდაცვალების გამო, 12 სექტემბერი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა
- +

10 სექტემბერი. 2018. 16:41

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვალების გამო, 12 სექტემბერი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო.

 

სამოქალაქო პანაშვიდი ქალაქ გუდაუთაში მდებარე კულტურის სახლში გაიმართება.

 

გლოვის დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო დროშები იქნება დაშვებული, ასევე გაუქმდება გასართობი ღონისძიებები.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია გარდაიცვალა. ავარია ფსოუ-ენგურის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი