logo_geo
ნანგრევებში მოყოლილ ერთ-ერთ მოზარდს ინგოროყვას კლინიკაში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება
- +

10 სექტემბერი. 2018. 18:59

 

ნანგრევებში მოყოლილი სამი მოზარდიდან ორი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, 14 და 15 წლის ბიჭები შემთხვევის შემდეგ მათ კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანს, 14 წლის მოზარდს ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება, რადგანაც მესამე და მეოთხე მალა აქვს მოტეხილი.

 

რაც შეეხება მეორე მოზარდს, რომელიც 15 წლისაა, როგორც კლინიკაში განაცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას შედარებით ნაკლები დაზიანებები აღენიშნება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ.

 

„აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი