logo_geo
თბილისში, ნანგრევებში მოყოლილი სამი მოზარდიდან ერთის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა
- +

13 სექტემბერი. 2018. 12:24

 

 

თბილისში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, მოზარდი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

 

რაც შეეხება ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ორ მოზარდს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და როგორც ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, მათ, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

 

თბილისში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში, ნანგრევების ქვეშ სამი მოზარდი 10 სექტემბერს მოყვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი