logo_geo
რას ჰყვება გორში 14 წლის გოგონას გარდაცვალებაზე სკოლის დირექტორი
- +

13 სექტემბერი. 2018. 15:20

 

 

14 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ გორის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორს რაიმე ვერსიაზე საუბარი უჭირს. როგორც სკოლის დირექტორმა გიორგი ბერძნიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 14 წლის გოგონას პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია.

 

„უმძიმესი ფაქტი მოხდა და უკიდურესად შეწუხებულები ვართ. გოგონა ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვის წინ გორის მე-5 საჯარო სკოლიდან გადმოვიდა. პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია, არც რაიმე ტიპის კონფლიქტი მოსვლია თანატოლებთან. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენს სკოლაში, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე თვე ისწავლა. ვერ გეტყვით, რა მოხდა ამ ზაფხულს ან ჰქონდა თუ არა რაიმე პრობლემები ოჯახში“, - განაცხადა გორის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ბერძნიშვილმა.

 

14 წლის გოგონას გარდაცვალების შესაძლო ვერსიებს ვერც ოჯახის ახლობლები და მეზობლები ასახელებენ.

 

გორის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე, 14 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფეხსაცმლის ზონრით ჩამომხრჩვალი გუშინ საღამოს იპოვეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი