logo_geo
საქართველოში პირველი iPhone XS Max-ი 35 000 ლარად გაიყიდება
- +

13 სექტემბერი. 2018. 21:57

საქართველოში ახალი თაობის სმარტფონები რამდენიმე დღეში გამოჩნდება. პირველი iPhone XS Max-ი  საბაზროზე ბევრად ძვირად - 35,000 ლარად გაიყიდება. ამის შესახებ „TV პირველის“ ეთერში iPlus-ის გენერალურმა მენეჯერმა, კახა სეფაშვილმა განაცხადა.

 

12 სექტემბერს Apple-მა აიფონების სამი ახალი მოდელი წარადგინა. ყველა მათგანი iPhone X-ის მსგავსია - „უჩარჩოო“ ეკრანით და ზედა ზოლით, რომელშიც დამალულია Face ID (ღილაკი Home თითის ანაბეჭდის სენსორით აღარ არის).

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი