logo_geo
კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიის ღირებულება 25 ათასი ლარი იქნება
- +

14 სექტემბერი. 2018. 16:55

 

 

კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიის ღირებულება- 25 ათასი ლარი იქნება. მთავრობის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიაზე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, გადაზიდვა და ექსპორტი, ასევე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება და ექსპორტი სალიცენზიო საქმიანობა ხდება.

 

ამ მიმართულებით ცვლილებები „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომლითაც დგინდება აღნიშნული საქმიანობებისათვის სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა.

 

კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიები 25 ათასი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. კერძოდ: სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია - 25 000 ლარი;

 

სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია - 25 000 ლარი;

 

სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია - 25 000ლარი;

 

სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია - 25 000ლარი

 

მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია - 25 000 ლარი;

 

მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია - 25 000 ლარი;

 

მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია - 25 000 ლარი;

 

სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია - 25 000ლარი;

 

სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი;

 

სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/დანერგის იმპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი.

 

საკანონმდებლო პაკეტი შს სამინისტრომ მოამზადა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი