logo_geo
გორის საკრებულოს თავმჯდომარე: შემაგინა და შევაგინე
- +

14 სექტემბერი. 2018. 21:30

 

 

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ მასსა და ზაზა სარალიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებასა და გინებაზე განმარტება რადიო „მოზაიკის“ ჟურნალისტთან გააკეთა. მისი თქმით, ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ მივიდნენ, სახალხოდ აგინონ ადამიანს და მან პასუხი არ გასცეს.

 

„ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ ასე მოვიდნენ, სახალხოდ გაგინონ და შენ ხმა არ ამოიღო. შემაგინა და შევაგინე. რომ ლაპარაკობენ დაუსჯელობის სინდრომზე, ეს არ იქნებოდა დაუსჯელობა, მე რომ პასუხი არ გამეცა? რაც შეეხება, ხელთუბანში გარდაცვლილი მოზარდის საქმეს, მე მისი ოჯახისთვის თანაგრძნობის გამოსახატად გამოვედი და მინდოდა მეთქვა, რომ გუბერნატორს და მე გვქონდა სურვილი მათთან შეხვედრის, მაგრამ როცა სარალიძე დავინახე, მაშინვე ვთქვი, რომ აქციაზე პოლიტიკურად მართული ადამიანები იმყოფებოდნენ.

 

სარალიძე არის საბურთალოს რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მდივანი. მე მაგ კაცის არ მჯერა, თორემ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა დანაშაული უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. მკვლელი ოჯახის წევრიც რომ იყოს, უნდა დაისაჯოს. მე მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ვესაუბრე და ავუხსენი, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ სარალიძე არის „ნაციონალებისგან“ მართული ადამიანი და კარგად დავინახე, რომ აქციაზე მას წინ ბექა ქორჩილავა მოუძღვებოდა. მე არ ვარ სამართალდამცველების ადვოკატი. მერებაშვილის საქმის მასალებს კარგად არ ვიცნობ, თუმცა მეც მაქვს სურვილი და მოთხოვნა, რომ საქმე ობიექტურად გამოიძიონ“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი