logo_geo
შავ ზღვაზე შტორმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
- +

15 სექტემბერი. 2018. 14:17

 

 

შავ ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია და ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.

 

ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს!

 

გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს.

 

აკრძალვა მოქმედებს 16 სექტემბრის 10:00 საათამდე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი