logo_geo
ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზეა
- +

15 სექტემბერი. 2018. 19:17

 

 

გაერო-ს განვითარების პროგრამის 2018 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. პრეზენტაცია ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში გაიმართა. რეიტინგში სულ 189 ქვეყანაა, მათგან საქართველო 70-ე ადგილზეა.

 

0,757-ზემოთ ქულა მაღალ განვითარებაზე მიუთითებს, საქართველოს ინდექსი კი 0,780-ს შეადგენს.

 

ადამიანის განვითარების რეიტინგში უმაღლესი ქულები 59-მა ქვეყანამ მიიღო, რომელთა შორის მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც: ესტონეთი (30-ე ადგილი), პოლონეთი (33-ე ადგილი), ლიეტუვა (35-ე ადგილი), ლატვია (41-ე ადგილი), ბელარუსი (53-ე ადგილი) და ყაზახეთი (58-ე ადგილი).

 

რეიტინგის სათავეში მოხვდნენ ნორვეგია, შვეიცარია და ავსტრალია.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ადამიანური განვითარების რეიტინგში რუსეთის შემდეგ (49) საქართველო მოდის. აზერბაიჯანი - 80-ე, სომხეთი - 83-ე, უკრაინა - 88-ე, უზბეკეთი - 105-ე, თურქმენეთი - 108-ე ადგილზე.

 

ადამიანის განვითარების რეიტინგი ყოველწლიურად ცხოვრების ხარისხის ინდექსით იზომება. სიის შედგენის დროს გამოიყენება კოეფიციენტები, რომლებიც სამ კატეგორიას ეყრდნობა: სიცოცხლის ხანგრძლივობა, განათლებული მოსახლეობა, ცხოვრების დონე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი