logo_geo
ილია მეორე: განსაცდელი მძიმე გადასატანია, მაგრამ სიხარულით მთავრდება
- +

16 სექტემბერი. 2018. 14:14

 

„ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი იქნება მიღებული, არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთმა მიგვატოვა“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

 

„ადამიანის ცხოვრება სავსეა განსაცდელით. ჩვენ ვხვდებით განსაცდელს რწმენით, მოთმინებით და იმედია, რომ ის განსაცდელი უფრო ადვილად განქარდება. განსაცდელი ალბათ საჭიროა ადამიანისთვის, ალბათ, უფლის განგებით უფრო მტკიცდება ადამიანი, მყარდება ადამიანი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი მთავრდება სიხარულით. განსაცდელი მძიმე გადასატანია, მაგრამ სიხარულით მთავრდება. აი, ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისეც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ნარკოტიკები ძალიან საშიშია“, - განაცხადა კათოლიკოს პატრიარქმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი