logo_geo
რუსთაველის თეატრის ინფორმაციით, გათავისუფლებულია 7 პირი, მათ შორის 6 მსახიობი
- +

17 სექტემბერი. 2018. 15:48

 

 

რუსთაველის თეატრიდან 7 ადამიანია გათავისუფლებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთაველის თეატრში განუცხადეს.

 

მათი ინფორმაციით, შიდაორგანიზაციული ხასიათის ცვლილებების შედეგად, გათავისუფლდა ექვსი მსახიობი და ერთი თანამშრომელი.

 

„რუსთაველის თეატრში, შიდაორგანიზაციული ხასიათის ცვლილებების შედეგად, გათავისუფლდა 6 მსახიობი და ერთი თანამშრომელი. კანონით დადგენილ ვადებში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინასწარ იყო ინფორმირებული თეატრის ყველა თანამშრომელი“, - აცხადებენ რუსთაველის თეატრის პრესსამსახურში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი