logo_geo
მამა ილია: სოფელ კარდენახში ხატებს არ ვიცი, რატომ სდის მირონი, მაგრამ კარგია, რომ ასე ხდება
- +

19 სექტემბერი. 2018. 03:44

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, კოკოლიშვილების ოჯახში, ხატებს სავარაუდოდ მირონი სდის. ოჯახის წევრების თქმით, უკვე რამდენიმე დღეა მირონს ჭურჭელში ინახავენ. მამა მარკოზ შაკიშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევები ხშირია.

 

„როდესაც ასეთი რამ ხდება, საზოგადოება თვლის, რომ აუცილებლად სასწაულთან გვაქვს საქმე. მე ვერ გეტყვით, ეს ღვთისგანაა თუ ბოროტისგან. უნდა გამოიკვლიონ, მართლაც ის ნივთიერებაა თუ არა, რაზეც ოჯახი საუბრობს. ამით არ უნდა მოიხიბლო, ჯობია შენში სინანული და ღმერთთან სიახლოვე ეძიო. ამ ყველაფერს რომ ყურადღება მიაქციოს ადამიანმა, შეიძლება დაიბნეს“, - განაცხადა მამაომ.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარშიც.

 

„რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, ამის შეფასებისგან თავს შევიკავებ. ხომ შეიძლება ეს ფაქტი იმის ნიშნად მივიღოთ, რაც ჩვენს თავს ხდება. შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, თავდადებისკენ პატიოსნებისკენ, ერთგულებისკენ. სწორედ ამას ქადაგებს დედა ეკლესია, ამას გვეუბნება ჩვენი პატრიარქი, ამას მოგვიწოდებენ წმინდა მამები. ესაა მთავარი, თორემ ის კი არა რომ ხატს მირონი სდის. არ ვიცი, რატომ სდის, მაგრამ კარგია, რომ ასე ხდება", - აღნიშნა ტაძრის წინამძღვარმა, მამა ილიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი