logo_geo
თემქის დასახლებაში, პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა
- +

20 სექტემბერი. 2018. 14:08

 

თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა. დამწვარია 300 კვადრატული მეტრის ფართობი.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი