logo_geo
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაური, შესაძლოა, ხადას ხეობაში ჩაიყვანონ
- +

21 სექტემბერი. 2018. 14:01

 

 

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაური, შესაძლოა, ხადას ხეობაში, შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანონ და იქ გამოკითხონ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე გამოიკითხოს.

 

მისივე ინფორმაციით, საქმის გამომძიებელთან ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა დაცვის მხარე წერილობით თანხმობას ელოდება.

 

ადვოკატის ინფორმაციით, კობაურის ხადას ხეობაში ჩაყვანა სავარაუდოდ, 24 სექტემბერს მოხდება.

 

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

 

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი