logo_geo
აშშ-ში პოეტ დავით მაღრაძის ლექსების კრებულის „ნაფეხურები წყალზე“ წარდგენა გაიმართება
- +

22 სექტემბერი. 2018. 16:20

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი პოეტის დავით მაღრაძის ლექსების კრებულის „ნაფეხურები წყალზე“ წარდგენა გაიმართება. პრეზენტაცია, რომელსაც „ფორბსის“ ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი თომ თეოჩოლსი გაუძღვება, 24 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიმართება, მისამართზე- ბროდვეი 828, Strand Bookstore.

 

დავით მაღრაძეს საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული, მათ შორის ევროპის საერთაშორისო მედალი პაპი ბენედიქტ XVI-სგან კრებული „Salve“-სთვის; ასევე 2005 წელს მოპოვებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის „ოქროს ფრთა“ საქართველოს ეროვნული ჰიმნისთვის დაწერილი ტექსტისთვის და ვერონას კულტურის აკადემიის საერთაშორისო მედალი, სიტყვის თავისუფლების ხელშემწყობი საქმიანობისთვის.

 

„ქარავნის“ თვალშისაცემი მინიმალიზმიდან ჟანრების ზღვარზე დაწერილ ეპოსამდე „ჯაკომო პონტი“, ეს კრებული არა მხოლოდ იკვლევს, არამედ არღვევს პოეზიის ფორმალურ საზღვრებს“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

 

 

 

 

big_banner
არქივი