logo_geo
23 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- +

22 სექტემბერი. 2018. 16:33

 

23 სექტემბერს, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, შესაძლებელია სეტყვაც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 24–26 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს.

 

24 სექტემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 18 მეტრი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 26 სექტემბრის ჩათვლით დღისით ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსი, თბილისში კი 26–28 გრადუსი იქნება.

 

დასავლეთ საქართველოში 23 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა 21–26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 24–26 სექტემბერს – 23–28 გრადუსი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი