logo_geo
რა შეღავათით სარგებლობენ სტუდენტები მართვის მოწმობის გამოცდაზე
- +

22 სექტემბერი. 2018. 23:32

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის გამოცდაზე, სტუდენტები, რომლებიც სტუდენტის ID ბარათს წარადგენს, 55 ლარის ნაცვლად, 15 ლარს გადაიხდის.

 

ამასთან, სააგენტოს ცნობით, ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ერთჯერადად. ანუ, თუ სტუდენტი პირველ გამოცდაზე ჩაიჭრება, მას შემდეგ მცდელობაზე, ჩვეულებრივ, 55 ლარის გადახდა მოუწევს.

 

სააგენტოს ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩასაბარებლად მსურველმა უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ერთეულს, ყოველ დღე კვირის გარდა (გამოცდები არ ბარდება  თბილისში, ქავთარაძის 21-ში მდებარე ერთეულში). ასევე გასათვალისწინებელია, რომ შაბათ დღეს თეორიული გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია 13:00 საათამდე.

 

ცნობისთვის, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკო-მართვის 51 ტესტი დაემატა. ცვლილება ძალაში 2018 წლის 30 სექტემბრიდან შევა.

 

 

big_banner
არქივი