logo_geo
ილია მეორე: იმედია, მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება
- +

23 სექტემბერი. 2018. 15:21

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას იმედი გამოთქვა, რომ კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტი მომავალშიც არ იქნება მიღებული

 

„თქვენ იცით, ბოლო დროს მღელვარება იყო ჩვენს ერში იმ კანონის გამო, რომელიც მარიხუანას ეხება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მომავლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული. იმედია, მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება“, - განაცხადა პატრიარქმა.

 

 

big_banner
არქივი