logo_geo
საქართველოს რომელ მხარეში მოგზაურობენ ქართველები ყველაზე ხშირად
- +

23 სექტემბერი. 2018. 21:54

 

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქვეყნის გარეთ ტურისტული მიზნით გასვლის მზარდი ტენდენცია შეინიშნება, ქართველების დიდი ნაწილი ზაფხულს საკუთარ ქვეყანაში ატარებს. ამის შესახებ IPM-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია.

 

კვლევისას 1500-მდე ადამიანი გამოკითხეს. გამოკითხულთაგან დაახლოებით, ყოველმა მეოთხე ადამიანმა (24,9%) აღნიშნა, რომ ბოლო 5 წელი საქართველოს არც ერთ რეგიონში/მხარეში არ ყოფილა ჩასული ტურისტული მიზნით.

 

ხოლო გამოკითხულთა იმ ნაწილიდან, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, საკუთარ ქვეყანაში ტურისტული მიზნით რომელიმე რეგიონი/მხარე მაინც მოინახულა, ყველაზე მეტი აჭარაშია ნამყოფი (23,3%). ასევე, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სტუმრობდა რაჭასაც (21,3%).

 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართველების მიერ ქვეყნის შიგნით თითოეულ ტურისტულ ვიზიტზე დახარჯული თანხა საშუალოდ, 680 ლარია.

 

 

 

კითხვაზე შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა, რის გამოც, პასუხთა ჯამი 100%-ზე მეტია.

 

 

big_banner
არქივი