logo_geo
ფეიქრების ქუჩაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა
- +

25 სექტემბერი. 2018. 11:10

 

 

ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგოს მატარებელი დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

„როგორც ამბობენ, ქალმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ დაინახა“, - აცხადებენ თვითმხილველები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი