logo_geo
მოსალოდნელი შტორმის გამო, შავ ზღვაში ბანაობა იკრძალება
- +

25 სექტემბერი. 2018. 14:23

 

 

„25 სექტემბერს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

„ტალღების სიმაღლე 3.5-დან 4-მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღიმართება წითელი ალამი.

 

ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს!

 

გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი