logo_geo
იქმნება მობილური აპლიკაცია, რომლითაც თამბაქოს მოწევაზე კანონის დარღვევის ფაქტების დაფიქსირება მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში შეეძლება
- +

25 სექტემბერი. 2018. 17:16

 

 

„შეიქმნება მობილური აპლიკაცია, რომლითაც თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ფაქტების დაფიქსირება ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში შეეძლება“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავამ განუცხადა.

 

მისი განმარტებით, ნებისმიერი მომხმარებელი კანონდარღვევის ფაქტს დააფიქსირებს ფოტოზე და სისტემაში ატვირთავს აპლიკაციის მეშვეობით, რაზეც შსს ოპერატიულ რეჟიმში რეაგირებას მოახდენს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით იგეგმება მობილური აპლიკაციის შექმნა, რომლითაც ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირება იქნება შესაძლებელი სურათის გადაღებით და შემდგომში მისი აპლიკაციაში ატვირთვით. მომხმარებელი გადაიღებს სურათს, ატვირთავს აპლიკაციაში და შს სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. აპლიკაცია უკვე მზადდება, თუმცა გაშვების ვადები ჯერ ცნობილი არ არის“, - განაცხადა ლაგვილავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი