logo_geo
შტორმის დროს მაშველებმა 207 მოქალაქე გადაარჩინეს
- +

25 სექტემბერი. 2018. 17:17

 

 

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1 ივნისიდან 17 სექტემბრამდე შავ ზღვაზე 31 საშტორმო გაფრთხილება გამოცხადდა.

 

„შტორმის დროს მაშველების მიერ გადარჩენილია 207 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეგახსენებთ: 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს შავ ზღვაზე ტალღების სიმაღლე ოთხ მეტრს მიაღწევს და საბანაოდ შესვლა იკრძალება.

 

 

big_banner
არქივი