logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა კიევში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
- +

26 სექტემბერი. 2018. 15:19

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ზურაბ პაპასქირმა, ინდირა ძაგანიამ და ომარ არდაშელიამ მონაწილეობა მიიღეს 2018 წლის 20-21 სექტემბერს კიევში  გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავს, თემით - „უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ისტორია“.

 

სამეცნიერო კურატორი უკრაინული მხრიდან იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირინა მატიაში, ხოლო საქართველოს მხრიდან - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინდირა ძაგანია.

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება: - „ყირიმის ე.წ. „მშვიდობიანი შემოერთება“ - 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო მანქანის მიერ საქართველოში განხორციელებული „სამშვიდობო მისიის“ სრული დისკრედიტაცია“.

 

პროფესორმა ომარ არდაშელიამ - „ქართული პრესა უკრაინის შესახებ 1917-1921 წლებში“.

 

პროფესორმა ინდირა ძაგანიამ –„კულტურათაშორისი კომუნიკაცია და დიპლომატია: სახალხო დიპლომატია და მისი შესაძლებლობები თანამედროვე სამყაროში“.

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო უკრაინაში და უკრაინის საელჩო საქართველოში, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი, გრინჩენკას სახელობის კიევის უნივერსიტეტი, უცხოური წარმომადგენლობების მომსახურების გენერალური დირექცია, საქართველოდან – თსუ, ბათუმის, ქუთაისის, უნივერსიტეტები.

 

 

 

 

 

 
big_banner
არქივი