logo_geo
ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ
- +

26 სექტემბერი. 2018. 16:24

 

 

ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლა მოუწევთ.

 

რეგისტრაციის მოწმობაში ავტომანქანის სხვა მონაცემებთან ერთად მისი ფერიც არის მითითებული.

 

აღსანიშნავია, რომ მანქანის პასპორტის შეცვლა მძღოლებს 35 ლარი დაუჯდებათ. „ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ესაუბრა.

 

„მოქალაქე, რომელსაც სურს, მის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას შეუცვალოს ფერი, ვალდებულია, გადაღებვის შემდეგ წამოადგინოს ავტომობილი მომსახურების სააგენტოში. სატრანსპორტო საშუალება გაივლის სტანდარტულ დათვალიერებას, რომლის საფუძველზეც სარეგისტრაციო დოკუმენტში განხორციელდება ცვლილება და მფლობელი მიიღებს ახალ სარეგისტრაციო მოწმობას“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს თეთრი ფერის მანქანებით მოძრაობის ვალდებულება ექნებათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი