logo_geo
დავით მათიკაშვილი: მმართველი გუნდი „რუსთავი 2“-თან მიმართებაში კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს
- +

26 სექტემბერი. 2018. 18:32

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი „რუსთავი 2“-თან მიმართებაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

 

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, „რუსთავი 2“, როგორც პარტიული ტელევიზია ყველაფერს აკეთებს, რომ კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მოახდინოს.

 

„რეალურად, წინასაარჩევნო მარათონს არც აწარმოებენ. სალომე ზურაბიშვილის მიმართ მიზანმიმართული შავი პიარკამპანია მიმდინარეობს და ბიუჯეტიდან გადამხდელის თანხას იმ ფეიკ კანდიდატების დახმარებით იყენებენ, რომელთაგან ეს პოლიტიკური გაერთიანება მხარს ერთ კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძეს უჭერს. გამოდის, რომ გადასახადის გადამხდელის ფულს არასწორად იყენებენ და სურთ, საპრეზიდენტო არჩევნები დესტრუქციული მიმართულებით წაიყვანონ. ცხადია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას მეტი საეთერო დრო აქვს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება გუშინ გაავრცელა.

 

 

 

big_banner
არქივი