logo_geo
თბილისის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო - ტაქსების ფერი ცნობილია!
- +

27 სექტემბერი. 2018. 02:12

 

 

თბილისში ტაქსები, სავარაუდოდ, თეთრი ფერის იქნება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

 

მძღოლებს ვალდებულება, რომ მოქალაქეებს ტაქსით მომსახურება თეთრი ფერის მანქანებით შესთავაზონ, 2019 წლის მეორე ნახევრიდან ექნებათ.

 

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ ტაქსებთან დაკავშირებული საკითხის მოწესრიგება დაიწყო. ამ ეტაპზე დედაქალაქში მოძრავი ტაქსების აღრიცხვა მიმდინარეობს. მძღოლებმა რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრამდე უნდა გაიარონ და შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის საჭირო ნებართვა აიღონ. 2018 წლის ნოემბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსის სერვისის გაწევის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.

 

big_banner
არქივი