logo_geo
ანზორ ჩუბინიძე: „იბერია“ ბავშვობაში მახსოვს – ზაზა ოქუაშვილს არ ვიცნობ!
- +

27 სექტემბერი. 2018. 02:52

 

„არანაირი კავშირი არ მქონდა, არ მაქვს და არ მექნება“, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს „ომეგა ჯგუფის“ და „იბერიას“ ირგვლივ განვითარებული პროცესების თაობაზე განუცხადა.

 

 

„რამე კომენტარის გაკეთება სამარცხვინოც კი არის. „იბერია“ ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მახსოვს და ახლა გავიგე, რომ ასეთი ტელეკომპანიაა. შეიძლება, ნაკლებად ვიცნობ. არანაირი კავშირი არ მქონდა, არ მაქვს და არ მექნება. იმის გამო, რომ საფინანსო ინსტიტუტში არასოდეს მიმუშავია, დიდი ალბათობით, „დალაგების“ ასეთ მექანიზმში მონაწილეობა მიღებული ვერ მექნება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

 

ჩუბინიძემ ასევე დასძინა, რომ ძიუდოს ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ რომან ქევხიშვილის მფარველობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

„მე ვფიქრობ, რომ ძიუდოს არანაირი მფარველობა არ სჭირდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი და მიმაჩნია, რომ ძიუდოისტები თავიანთ საკითხს თავად გადაწყვეტენ. დავით ქევხიშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი, თუმცა მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება მომეხდინა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

 

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც „ომეგა ჯგუფის“ ბრიტანელი ადვოკატი ლონდონის სასამართლოს მიმართავს.

 

 

big_banner
არქივი