logo_geo
თბილისი 21 აუცილებლად მოსანახულებელ ევროპულ ქალაქს შორის მოხვდა
- +

12 იანვარი. 2017. 14:46



გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph"-მა თბილისი 21 საუკეთესო მოსანახულებელ ქალაქს შორის დაასახელა.


სტატია სათაურით: „21 ევროპული ქალაქი, სადაც წასვლა არ გიფიქრიათ, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახოთ", გამოცემის ვებ-გვერდზე, რუბრიკაში „მოგზაურობა" გამოქვეყნდა.


გამოცემა ჟურნალისტ კლერ ოლფრის 2012 წელს გამოქვეყნებულ მასალას ციტირებს და წერს, რომ თბილისი არტ-ნუვო შენობებითა და ტრადიციული აივნიანი სახლებით გამოირჩევა.


გთავაზობთ 21 საუკეთესო ქალაქს:


ბერგამო, იტალია

 

 

პატარა ქალაქი, მილანის მახლობლად. ქალაქს ტურისტების დიდი რაოდენობა არ სტუმრობს. თუმცა, ამით ბევრს კარგავენ. ქალაქი არაჩვეულებრივი არქიტექტურით გამოირჩევა. ბერგამო ცნობილია უგემრიელესი პიცით.


სკოპიე, მაკედონია

 

 

არაჩვეულებრივი ქალაქი, ცნობილი თურქული აბანოებითა და მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ქუჩებით.


ტრევიზო, იტალია

 

 

არაჩვეულებრივი ქალაქი, ვენეციასთან ახლოს.


თბილისი, საქართველო

 


თბილისში არტ ნუვო-შენობები და მშვენიერი, ტრადიციული აივნიანი სახლებია. თანამედროვე შენობები და ძველი ტრადიციული აივნიანი სახლები ერთმანეთთან კარგად არის შერწყმული. თბილისში ახალი სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების რაოდენობა იზრდება.


სეგოვია, ესპანეთი

 

 

ესაა ქალაქი რომაული არქიტექტურის არაჩვეულებრივი ნიმუშებით.


ვიტორია-გასტეიზი, ესპანეთი

 

 

ესპანეთის ერთ-ერთი საინტრესო ქალაქი. გამორჩეული ძველებური ქუჩებითა და საინტერესო არქიტექტურით.


ტავირა, პორტუგალია

 

 

თუ გინდთ, პორტუგალიის ნამდვილი შარმი შეიგრძნოთ, მაშინ ამ ქალაქს უნდა ესტუმროთ.


ოსიეკი, ხორვატია

 

ოსიეკი მდინარე დრავას სანაპიროზე მდებარეობს. ეს ქალაქი თქვენ მე-18 საუკუნის ხორვატიაში დაგაბრუნებთ.


უმეა, შვედეთი

 

 

არაჩვეულებრივი ქალაქი ზამთრის მანქანებისათვის და შემოდგომაზე ცხოველების გასეირნებისათვის. ამ ქალაქიდან ცნობილი მწერალი სტიგ ლარსონი გახლდათ.

 

ნანტი, საფრანგეთი

 

 

საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი საფრანგეთში. პარიზიდან მატარებლით ნანტში ჩასვლას სულ რაღაც 90 წუთი სჭირდება.


ბრეგენცი, ავსტრია


პატარა ქალაქი, რომელიც წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოინახულოთ.


სიონი, შვეიცარია

 


ქალაქი ღირსშესანიშნაობებით ახერხებს ტურისტთა მოზიდვას, თუმცა სიონში მხოლოდ 30 000 კაცი ცხოვრობს.


გიმარაინში, პორტუგალია

 


ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ქალაქში მხოლოდ 52 000 ადამიანი ცხოვრობს.

 

ლიუბეკი, გერმანია

 


ქალაქი მდიდარია ისტორიული ძეგლების კომპლექსით, იუნესკომ მას მსოფლიო კულტურის საგანძურის სტატუსი მიანიჭა.

 

ვროცლავი, პოლონეთი

 


ვროცლავი, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია. გამოირჩევა ულამაზესი და ისტორიული შენობებით.

 

პლოვდივი, ბულგარეთი

 


ეს ქალაქი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სატრასპორტო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. ქალაქში ყოველ წელიწადს უამრავი კულტურული ღონისძიება ტარდება.

 

ტრიესტი, იტალია

 


ქალაქს გასაოცარი ისტორია გააჩნია. თუ გსურთ შეიგრძნოთ ცხოვრების ბედნიერება, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ტრიესტს.

 

ორჰუსი, დანია

 


ორჰუსი კოპენჰაგენის შემდეგ დანიის მეორე უდიდესი ქალაქია.

 

ბრაგა, პორტუგალია

 

თუ თქვენ ფეხბურთის ფანი ხართ, ამ ქალაქს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.


ეგერი, უნგრეთი

 


ბუდეპეშტთან ძალიან ახლოს მდებარე ქალაქი, რომელიც ცნობილია ციხესიმაგრეებით, ისტორიული შენობებით, კერძებითა და წითელი ღვინით.

 

მარიბორი, სლოვენია

 


სლოვენიაში სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც ქვემო შტირიის ისტორიულ ოლქს წარმოადგენს.


 

წყარო: www.telegraph.co.uk

 

 

 

 


 

big_banner
არქივი