logo_geo
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე კლინიკაში რჩება
- +

28 სექტემბერი. 2018. 12:24

 

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, თვალავაძის ოჯახის წევრების მოთხოვნით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ.

 

თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მცირე კომენტარი გუშინ მხოლოდ მისმა ადვოკატმა გააკეთა, რომლის თქმითაც, ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა.

 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გია თვალავაძე ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში 26 სექტემბერს გულის შეტევით გადაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი