logo_geo
აკაკი და კიტა ჩხენკელების საუკუნოვანი არქივი საქართველოს გადაეცა
- +

28 სექტემბერი. 2018. 23:40

 

 

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ძალისხმევით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების აკაკი და კიტა ჩხენკელების საუკუნოვანი არქივი გადაეცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზვიად გონაძის განცხადებით, სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ არქივის გადაცემა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე მოხდა.

 

„დღეიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის, ხელმისაწვდომია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელისა და მისი ძმის, გამოჩენილი ქართველი ლინგვისტის კიტა ჩხენკელის არქივებში დაცული მასალები“, - განაცხადა ზვიად გონაძემ.

 

უნიკალური არქივი, რომელშიც დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილი, დიპლომატიური მიმოწერა და ქართველ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები, აკაკი ჩხენკელმა, უმცროს ძმას - კიტას უანდერძა, რომელიც ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. კიტა ჩხენკელმა კი, თავის მხრივ, ეს მემკვიდრეობა ციურიხის უნივერსიტეტის თანამშრომელს ლეა ფლურის დაუტოვა. ფლურის გარდაცვალების შემდეგ არქივი გამომცემლობასთან ერთად მარიანა და ტომას კრაერების, ტომას ჰოიზერმანისა და მიხეილ სვიმონიშვილის მფლობელობაში გადავიდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი