logo_geo
საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები დასახელდა
- +

29 სექტემბერი. 2018. 19:03

 

 

გაყიდვების მენეჯერი, ოპერატორი და კონსულტანტი - ეს საქართველოს შრომით ბაზარზე მოთხოვნადი ვაკანსიების მცირე ჩამონათვალია. როგორც კომპანიებში აცხადებენ, სხვა პროფესიებზე ვაკანსიების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ინფორმაციას ამის შესახებ bpn ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტი განცხადება „გაყიდვების“ კატეგორიაში იდება. ამაში შედის გაყიდვების მენეჯერი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი და ა.შ. მეორე ადგილზეა - კლიენტთა მომსახურება, ოპერატორები და კონსულტანტები. მესამეზე - ფინანსები და ბუღალტერია. მეოთხე ადგილზე -სამედიცინო სფერო. ხუთეულს ამთავრებს სასტუმროები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტების თანამშრომლები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი