logo_geo
ახმეტელის მეტროსადგურში ბავშვს ესკალატორის სახელურში ხელი მოჰყვა
- +

29 სექტემბერი. 2018. 20:52

 

 

ახმეტელის მეტროსადგურში ბავშვს ესკალატორში ხელი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, ასევე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.

 

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბავშვს ხელი ესკალატორის სახელურში მოჰყვა და სერიოზული დაზიანება არ აქვს.

 

მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ახმეტელის მეტროსადგურში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი